58. What sanctions are provided for political finance infractions?

Georgia

Georgia

Answer
  • Fines
  • Forfeiture
Source

 მუხლი 34
თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, ანტიკორუფციული ბიურო მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
Source: საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, 34-ე, 1997.

If a party fails to submit in a timely manner a financial disclosure statement to the Anti-Corruption Bureau, the Anti-Corruption Bureau shall warn the party in writing and request the rectification of the failure within 5 days. If a party fails to submit the financial disclosure statement within the specified 5 days to the Anti-Corruption Bureau, it shall forfeit the right to receive state funding under Article 30 of this Law for the following year.
Source: Article 34, Organic Law of Georgia on Political Associations of Citizens, 1997. Unofficial translation. 

მუხლი 34​2
1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა −გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.
2. ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც  პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 26​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, −გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით.
3. პირის მიერ პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.
4. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან ამ კანონის 26​1 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით. 
Source: საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, 342-ე მუხლის 1-5 პუნქტები, 1997.

1. Acceptance or non-disclosure of donations or membership fees prohibited under the legislation of Georgia by a party or a person specified in Article 261(1) of this Law shall result in the transfer of the prohibited donations or membership fees to the state budget and the imposition of a fine equal to twice the amount of the prohibited donations or membership fees.
2. If donations or membership fees prohibited under the legislation of Georgia are contributed to a party or a person specified in Article 261(1) of this Law by a natural or legal person, or by an association of natural or legal persons, or by any other type of organisational entity, where the beneficiary of the donation or membership fee was not or could not have been aware of the violation, the said violation shall result in the imposition of a fine equal to twice the amount of the forbidden donations or membership fees on the person who transferred prohibited donations or membership fees and on the person (if any), who transferred prohibited donations though a third person.
3. Acceptance or non-disclosure by a person of prohibited donations or membership fees for the benefit of a party or a person specified in Article 261(1) of this Law shall result in the imposition of a fine on the person equal to twice the amount of the forbidden donation or membership fee.
4. The failure by a party or a person specified in Article 261(1) and (2) of this Law to fulfil the requirements and obligations under this Law shall result in a fine of GEL 5,000.
5. Failure to fulfil the statutory obligation related to the provision of information specified in this Law upon the request of the Anti-Corruption Bureau shall result in a fine of GEL 500 for a natural person, and GEL 2,000 for legal persons.
Source: Article 342 (1-5), Organic Law of Georgia on Political Associations of Citizens, 1997. Unofficial translation.

Close tooltip